weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მეზობელი და ჩვილი ბავშვი დაჭრა

12:41 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი და მისი მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ტყვია მოხვდა ხუთი თვის ბავშვსაც. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტი 30 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა. სახლში მას ყოფილი სიდედრი და მეზობელი ქალი დახვდნენ, რომლებსაც ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]