weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზუგდიდის სოფელ განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

14:48 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ორ ბიზნესმენს შორის წილების გამო მოხდა.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ვლადიმერ ვახანია 2012 წელს, საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, თუმცა კანდიდატურა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნა. მანამდე, 2009 წელს, ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ვახანიამ საპატიმრო 2012 წლის სექტემბერში დატოვა.

ვლადიმერ ვახანია 67 წლის იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]