weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სასამართლომ ქრთამის აღებაში ბრალდებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

15:03 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი მის გათავისუფლებას 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

„ვგრძნობ ჩემ პასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩემ ოჯახს. რა თქმა უნდა, თავს ვგრძნობ ნაწილობრივ დამნაშავედ. პოლიციის განყოფილებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც იმიტომ, რომ ადამიანი ხიდიდან ხტებოდა და გადავარჩინე. არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის საფრთხეს და შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პიროვნება პატივცემულო მოსამართლე. 28 წლის ასაკში, ფაქტობრივად, თავზე დამენგრა ცხოვრება. ეს არის დიდი ჩირქი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს ყველაზე დიდი სასჯელია ახლა ჩემთვის. მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო“, - განაცხადა აბესაძემ.

პროკურორის თქმით, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ძალაში დატოვა ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღვეთის ღინისძიება პატიმრობა. პროკურორმა განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეები დასაკითხები არიან და შესაძლოა ბრალდებულმა მათზე გავლენა მოახდინოს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით 2017 წლის ივლისში დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]