weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 პირი დააკავეს, მათ შორის 17 წლის მოზარდიც არის

11:25 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021 hits 193

თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ნარკორეალიზატორებიც არიან და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 ნარკორეალიზატორია დაკავებული, კერძოდ: 1996 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ., 1974 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. გ., 1974 წელს დაბადებული ე. კ., 1970 წელს დაბადებული გ. კ., 1982 წელს დაბადებული ზ. მ., 1984 წელს დაბადებული ა.ა. და 1992 წელს დაბადებული გ.ნ. 1988 წელს დაბადებული ა. ნ. და 1988 წელს დაბადებული ვ. ა., 1986 წელს დაბადებული ვ. მ., 1986 წელს დაბადებული ტ. ა., 2004 წელს დაბადებული ა. გ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ი. ა. და 1983 წელს დაბადებული ვ. ა., ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა კი 1986 წელს დაბადებული რ. გ., 1974 წელს დაბადებული ი.ა., 1992 წელს დაბადებული მ.კ. და 1990 წელს დაბადებული ო.ზ.დააკავეს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ 1964 წელს დაბადებული ა.გ.-ს და 1982 წელს დაბადებული მ.ჭ.-ს, ასევე, თბილისის პოლიციის დპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ 1985 წელს დაბადებული გ.ა.-ს.

„მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბადრი მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]