weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია – საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარამდეა

13:55 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

13 სექტემბრიდან, ორშაბათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ლატარიისთვის სახელმიწფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო, მასში მონაწილეობა კი შეეძლება „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ერთჯერადადაც არის აცრილი“.

„ლატარიის კომპანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველდღიურად გაათამაშებს ფულდად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოვედღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები დაწყებული 100 ლარიდან. ყოვედღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი.

ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარია“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ლატარიის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით განმარტებას საქართველოს ლატარიის კომპანია გააკეთებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსზე ჯამში 1 340 062 აცრაა ჩატარებული. სრულად, ორივე დოზით აცრილია 489 194 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]