weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გამყრელიძე: ოქტომბრიდან 300-ზე მეტ სკოლაში დასწრებული სწავლა აღდგება

15:31 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021
UNICEF-ის ფოტო UNICEF-ის ფოტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებში მდებარე დაახლოებით 332 სკოლაში ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

„აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა, დაახლოებით 330 თუ 332 (ასე არის დათვლილი) მაღალმთიან და სოფლის სკოლებში.

ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპისდსიტუაციას. შევისწავლეთ ყველა ამ სკოლებში რამდენ მოსწავლეს და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 330 თუ 332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების კონცეფცია ჩამოაყალიბა და ამ დღეებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად განიხილავს.

„ჩამოყალიბდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეტების ცენტრალურ სკოლებში და დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, შევჯერდებით განათლების სამინისტროსთან, შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ტენდენციები კეთილსაიმედოა.

„პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლებია. ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწვალა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. სულ მცირე 4 ოქტომბრამდე მოსწავლეები საკლასო ოთახებში ვერ დაბრუნდებიან.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]