weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, 2571 დაინფიცირდა

11:07 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 29 449 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3668 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა.

7-დღიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 7.69%-ია, ხოლო 14 დღის მჩვენებელი – 8.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცმებია:

იმერეთი – 414

კახეთი – 242

აჭარა – 224

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 204

ქვემო ქართლი – 195

შიდა ქართლი – 172

გურია – 89

მცხეთა-მთიანეთი – 49

სამცხე-ჯავახეთი – 49

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 570 493 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7977 კი დაიღუპა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 35 153 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 26561 ადამიანი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1077. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29;
  • 2072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1032 - თბილისში, 631 - აჭარაში.

რაც შეეხება ვაქცინაციას, გუშინ, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 27 011 აცრა ჩატარდა. 8 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 30.0%), ხოლო სრულად, ორივე დოზით – 509 722 (მოზრდილი მოსახლეობის 17.8%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]