weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

ორშაბათიდან „სინოფარმით“ ვაქცინაცია განახლდება

12:19 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021 hits 207

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „წითელი ჯვარი“ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას საჩუქრად გადასცემს და ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან ამ ვაქცინით აცრის პროცესი განახლდება.

„გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“. მადლობა მინდა, გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“, როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

„სინოფარმის“ ვაქცინით აცრისთვთვის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ამცრელ პუნქტებში. „სინოფარმით“ აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 30.0%), ხოლო სრულად, ორივე დოზით – 509 722 (მოზრდილი მოსახლეობის 17.8%).

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]