weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლენტეხში, წყალტუბოსა და ბორჯომში უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 3 პირი დააკავეს

12:47 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბორჯომის, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს: 1964 წელს დაბადებულ, ჯ.პ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება, ხოლო 1991 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში არიან ბრალდებული.

„სამართალდამცველებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებული ჯ.პ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.

ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკ-45“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ბრალდებული გ.ღ.-ის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]