weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროს ეზოში პაციენტი გარდაიცვალა

10:34 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021 hits 144

ბათუმის ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტს კოვიდ-სასტუმროში შეყვანისთანავე, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა.

„ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა გარდაცვალება“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის თქმით, მამაკაცი კოვიდ-სასტუმროდან გაქცევის დროს დაიღუპა. ქათამაძის ინფორმაციით, მას ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული: „გაიქცა სასტუმროს შენობიდან, ეზოში წაიქცა და გულის შეტევით გარდაიცვალა. როდესაც მივიდნენ, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა ვერ მუშაობს, არაეფექტურია და კიდევ უფრო მძიმე ფაქტებამდე მივალთ, იმიტომ, რომ მედპერსონალის რესურსი ამოწურვადია“.

9 სექტემბრის მონაცმებებით, კოვიდ-სასტიმროებში 2032 ინფიცირებული იყო მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]