weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ მუშაობას განაახლებს

13:11 კვირა, 12 სექტემბერი 2021

ხვალ, 13 სექტემბერს, ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეპიდსიტუაციის გაუარესების სერიოზული რისკ-ფაქტორია, ამიტომ მნიშვნელოვანია, მგზავრობის დროს ყველა რეგულაცია დაცული იყოს.

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეჩერდა. მას შემდეგ არ მუშაობს როგორც მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, ისე საბაგირო გზები და თბილისის მეტრო.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 1838 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5289 ინფიცირებული, 39 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 31 048 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6194 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1429 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]