weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

სუს-ი მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა – GDI

10:26 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 hits 93
ფოტოზე - GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ფოტოზე - GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) განცხადებით, სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, მასწავლებლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ, კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე.

GDI-ის შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე დაადასტურა ასევე „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემაც, მისი თქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწერდა მის საუბრებს საუბრებს მამა ანდრია სარიასთან, მეუფე ნიკოლოზთან და მეუფე იაკობთან. სასულიერო პირთან კომუნიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორამციის სისწორე დაადასტურა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.

გავრცელებული ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც, მისი თქმით, „ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასევე უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება“. ფარული მიყურადების შესაძლო შემთხვევების დროული შესწავლისაკენ მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.

თუმცა, სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არ არსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა.

ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში, რასაც დამატებით ხელს უწყობს პარლამენტის მიერ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს“, – აცხადებს GDI.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო.

14 სექტემბერს, გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]