weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მასწავლებლების და მშობლების აცრა საკლასო ოთახებში სწავლის საშუალებას მოგვცემს – მინისტრი

15:36 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

დღეს, 15 სექტემბერს, სკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლება დროებითია და იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

„ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.

აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ პირველკლასელებთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბრის ნაცვლად 4 ოქტომბერს განსაზღვრას გულისხმობს.

„პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯამში 1 561 228 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 22.5%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]