weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

10:59 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს მუცლის, გულ-მკერდისა და ზურგის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

სროლა, რომელსაც ნიკო კვარაცხელია ემსხვერპლა, გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე იმ დროს ესროლეს, როდესაც ავტომობილში ჯდებოდა. თავდამსხმელი მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ნიკო კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]