weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინამ ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა

17:52 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

უკრაინიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა.

„მეგის ქარდავას მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ექვს სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მეგის ქარდავა მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით,  და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წელის ნოემბერში დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. 2018 წელს, მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. ქარდავას ექსტრადიციის თემა აქტუალური 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა. მეგის ქარდავა აცხადებდა, რომ პროცესი დაჩქარებით მიმდინარეობდა, რაც უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტად მიაჩნდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების სამმართველოს უფროსი, თბილისის N7 საპყრობილის დირექტორი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

 

ამ თემაზე:

რას ედავება საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]