weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პოლიცია 2 პირს ეძებს

16:47 შაბათი, 18 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ნიკა კვარაცხელია ფოტოზე - ნიკა კვარაცხელია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია და სამართალდამცველები ორ პირს ეძებენ. ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნიკა კვარაცხელიას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]