weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში რუსულენოვანი სწავლება დაინერგება

14:20 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017
ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში რუსულენოვანი სწავლება დაინერგება ფოტო © Sputnik

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, 53 სკოლაში ექვსი ათასზე მეტი მოსწავლე მივიდა. დე ფაქტო განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში სწავლა რუსულ და ოსურ ენებზე განახლდება.

ყოველწლიურ პედაგოგიურ კონფერენციაზე, 30 აგვისტოს, ე.წ. განათლების მინისტრმა ნატალი გასიევმა აღნიშნა, რომ ქართულ სკოლებში, რომლებიც ძირითადად ახალგორშია, რუსულ და ოსურენოვან სწავლებაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება. მისივე თქმით, ქართული ენა სასკოლო პროგრამაში „საკმარისი მოცულობით“ დარჩება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილებები აუცილებელია. 

„ამ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება აღარ შეიძლება. ლენინგორის რაიონის მოსახლეობამ ბოლოსდაბოლოს უნდა იგრძნოს თავი სამხრეთ ოსეთის და არა საქართველოს ნაწილად. არავითარ შემთხვევაში არ ავკრძალავთ ქართულ ენას. ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ძმები ვართ. ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, რომელიც უნდა გაერთიანდეს, განვითარდეს და წინ ერთად იაროს“, - ციტირებს ბიბილოვის განცხადებას „სპუტნიკი“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლა ქართული სკოლების მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ჩააბარონ სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში, ასევე რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

ახალგორის რაიონს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85% (6520 ადამიანი) ქართველები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათმა ნაწილმა რაიონი დატოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]