weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სოფელ ოჟიოში სატვირთო მანქანა აფეთქდა

16:58 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში სატვირთო მანქანა აფეთქდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის იოსებ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ავტომობილ „ზილს“ ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მის შეკეთებას ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა სათავსო, სადაც თივის ტუკები ინახებოდა.

„სატვირთო ავტომანქანაზე ძარა იყო დამაგრებული და რთვლისთვის ამზადებდნენ. შეკეთების დროს ცეცხლი მოეკიდა, რის შედეგადაც გაზის ბალონები აფეთქდა. მთლიანად დაიწვა სათავსო, სადაც ადგილობრივები თივის ტუკებს ინახავდნენ. ძლიერი ხანძარი იყო და ცეცხლის სოფელში გავრცელების საფრთხე არსებობდა. ზარალი საკმაოდ დიდია“, - უთხრა „რეგინფოს“ იოსებ ჯავახიშვილმა.

ხანძარი სამმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]