weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში 3 497 345 ადამიანია

18:30 შაბათი, 25 სექტემბერი 2021 hits 219

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიანი სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 900-ია. აქედან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

„ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

2 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]