weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2022

კორონავირუსის 2800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

12:04 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021 hits 242

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 679 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2800 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 1485 კი გამოჯანმრთელდა.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.31%-ია, ბოლო 14 დღის – 5.51%, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.16%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2800 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 572

კახეთი – 409

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 260

ქვემო ქართლი – 174

შიდა ქართლი – 153

აჭარა – 103

მცხეთა-მთიანეთი – 77

სამცხე-ჯავახეთი – 66

გურია – 60

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 621 420 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 593 153 გამოჯანმრთელდა, 9110 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ინფიცირების 19 131 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 14 509 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 947 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი;
  • 597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა. სრულად, ორივე დოზით, ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.3%-ია. გუშინ 8106 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]