weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ – დეკანოზი

17:05 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021 hits 236

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დეკანოზმა სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არაქრისტიანული ქმედებაა.

„მისი უწმინდესობის დავალებითა და ლოცვა-კურთხევით დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა და თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა. მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვუკითხო დიდი პატივისცემით.

რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, არ აპირებს მის შეცვლას.

მან მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილომა გუშინ „მძიმე“ უწოდა, მიქაელ ბოტკოველის თქმით, სპეციალისტი არ არის და ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ პატიმართან მშვიდი საუბარი ჰქონდა.

„მე არ ვყოფილვარ მის საკანში. ჩვენ შევხვდით ნეიტრალურ ზონაში, სადაც არის მიღების საშუალება. მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე. ვისაუბრეთ რამდენიმე წუთი. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვამჩნევ ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას. ჩვენ მშვიდად, წყნარად ვისაუბრეთ, კომუნიკაციაში პრობლემა არ გვქონია“, – აღნიშნა დეკანოზმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]