weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს

18:17 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - ნიკა კვარაცხელია ფოტოზე - ნიკა კვარაცხელია

პოლიციამ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. 18 სექტემბრიდან მათზე ძებნა იყო გამოცხადებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს, ისინი ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. გამოძიების თანახმად, აკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კვარაცხელიას მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკა ვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

18 სექტემბერს, აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]