weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ მეხუთედ აირჩიეს

23:03 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ მეხუთე ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. პეტრიაშვილი ამ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა და უფლებამოსილების ვადა 2025 წლამდე გაუხანგრძლივდა.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, რიგით მე-14 ყრილობას 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 200 დელეგატი ესწრებოდა. მათგან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა  184-მა.

„ერთი წელი დაეთმობა მთლიანად პროფკავშირული მოძრაობის რეფორმირებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ადეკვატური იქნება იმ პროცესებთან და მოქალაქეთა გამოწვევებთან დაკავშირებით, რომ ღირსეული შრომა იყოს რეალობა და არა მითი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

პროფკავშრების თავმჯდომარის მოადგილეებად კვლავ რაისა ლიპარტელიანი, ეთერ მათურელი, თამაზ დოლაბერიძე და ლავრენტი ალანია აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]