weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მართვით სუნთქვაზეა

01:01 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მეორე ადამიანია, რომელიც მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს. დაშავებული კლინიკა „მედცენტრშია“ გადაყვანილი.

კლინიკის დირექტორის, დეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. სახეზეა პოლიტრავმა, ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და მარცხენა ქვედა კიდურის არეში ღია მოტეხილობა, კოჭის სახსრის. აქვს ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაუგრძელდება ინტენსიური მკურნალობა და დანარჩენს შევაფასებთ უკვე ხვალ“, – განაცხადა დეა ქაჯაიამ.

დღის ბოლოს მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც „კრიტიკულად მძიმე“.

ნანგრევებში 15-მდე ადამიანს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ბავშვებიც არიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]