weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

კორონავირუსის 2844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 ადამიანი გარდაიცვალა

12:48 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021 hits 121

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 042 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2844 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 29 ინფიცირებული, 814 კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის 2661 ახალი შემთხვევა იყო. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.48%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე ეს მაჩვენებელი 5.94%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 7.01%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2844 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 607

კახეთი – 368

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 339

ქვემო ქართლი – 154

შიდა ქართლი – 147

აჭარა – 127

გურია – 116

მცხეთა-მთიანეთი – 85

სამცხე-ჯავახეთი – 74

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ჯამში 631 563 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9221 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 23 848 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 18 978 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1402, აჭარაში - 381, იმერეთში – 991. მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში – 315, აჭარაში - 83, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 25, იმერეთში – 32;
  • 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 – თბილისში, 179 – აჭარაში.

9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სულ ჩატარებულია 1 862 753 აცრა. სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულია 864 309 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.3%-ს შეადგენს. გუშინ, 8 ოქტომბერს აიცრა 9457 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]