weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ინფიცირების მატების ტენდენცია შესაძლოა მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს – ცერცვაძე

22:22 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო კვირაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრად მატების ტენდენცია შეინიშნება, რაც შესაძლოა მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს.

„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

„ასეთი აბსურდის თეატრი თუ გავაგრძელეთ, სხვა სახელს ვერ დავარქმევ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესი ვაქცინები, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მხოლოდ შვიდი-რვა ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

11 ოქტომბერს, 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 17 711 ტესტის შედეგად კორონავირუსი 11 033 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1848 ინფიცირებული, 23 კი გარდაიცვალა. დღეისთვის საქართველოში ინფიცირების 23 916 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4514 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

გუშინ კორონავირუსის წინააღმდეგ მხოლოდ 3442 აცრა ჩატარდა, აქედან 2307 თბილისში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]