weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა

11:02 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021 hits 115

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 47 723 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1623 ინფიცირებული, 37 კი – გარდაიცვალა.

კორონავირუსის 1359 ახალი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 1060

კახეთი – 617

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 493

შიდა ქართლი – 349

ქვემო ქართლი – 256

აჭარა – 225

გურია – 156

მცხეთა-მთიანეთი – 104

სამცხე-ჯავახეთი – 97

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 27 031 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4616 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1042 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი. 749 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 21 666 – ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 640 358 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 603 995 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 9306 ადამიანი ემსხვერპლა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]