weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარიის შედეგად 1 ახალგაზრდა დაიღუპა, 3 დაშავდა

18:26 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021 hits 2666

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან, სვანეთის სოფელ ხაიშიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ოპელის მარკის ავტომობილი, რომლითაც ოთხი ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს დაეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

ავარიის შედეგად ხაიშის მკვიდრი 22 წლის გიორგი კვირიკაძე ადგილზე გარდაიცვალა. ნიკა დავითიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ლერი და რომან ჭკადუებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2762 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ავტოავარიების შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი, 3595 კი დაშავდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]