weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 53 ოჯახია დაზარალებული

15:04 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა დახმარებისთვის მერიას მიმართა. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემენ.

„დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები“, – აცხადებენ მერიაში.

ამასთან, ბათუმის მერიის ცნობით, მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა თანადგომისა და მხადაჭერის მიზნით, კომპანიებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს. მერია საკუთარ Facebook-გვერდზე სახელმწიფო ხაზინის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების აქვეყნებს:

  • მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693271
  • დანიშნულება: ბათუმის ტრაგედიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

„შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებისთვის იქნება მიმართული“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სულ 10 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი შაბათს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი დააკავა. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 4-8 ოქტომბრის პერიოდში დაქირავებულმა პირებმა ბინის მესაკუთრესთან შეთანხმებით, სახელმწიფოსგან გაცემული ნებართვის გარეშე, სამშენებლო და საინჟინრო წესების სრული დარღვევით, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, სახლში მოშალეს არამზიდი და მზიდი კედლები, რასაც შედეგად 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა მოჰყვა.

ჩამონგრეული კორპუსისა და მიმდებარე სადარბაზოების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ექსპერტიზა მიმდინარეობს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კორპუსის მცოხვრებლებს სახლში შესვლა შეზღუდული აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]