weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსთავის ციხეში ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

10:53 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ექვემდებარება. სამსახურს, ამ დროისთვის, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჰყვება ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი. მისი ინფორმაციით, ერთი პატიმარი მეორის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ორივე დაიღუპა.

„ცეცხლი გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც სავარაუდოდ საწყობს გადაედო. ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, შიგნით შევარდა მეორე პატიმრის, მეგობრის გადარჩენის მიზნით. სამწუხაროდ, ძლიერი კვამლის გამო იქიდან ვეღარ გამოვიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სავარაუდოდ ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ“, – ამბობს ადვოკატი.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 14 ოქტომბერს ხანძარი იყო. სახანძრო-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, ხანძარი 14:20 საათზე გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საღამოს კატეგორიულად უარყო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ციხეში ბუნტის შესახებ. როგორც უწყებაში განაცხადეს, „მთავარი არხის“ ინფორმაცია იყო „სრული სიუცრუე და  იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე  შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

ხანძრის გამო პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შემთხვევის ადგილზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძეც იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]