weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა, 44 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:01 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 62 994 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1126 ადამიანი, 44 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევიდან 1599 თბილისშია გამოვლენილი, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 1028

კახეთი – 720

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 435

შიდა ქართლი – 387

ქვემო ქართლი – 309

აჭარა – 159

გურია – 144

მცხეთა-მთიანეთი – 137

სამცხე-ჯავახეთი – 85

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 38 300 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1717, აჭარაში – 475, იმერეთში – 1275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1180 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 74, იმერეთში – 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში – 131, აჭარაში – 15, იმერეთში – 24;
  • 922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი სულ 657 753 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 609 987 გამოჯანმრთელდა, 9440 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]