weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

28 წლის მამაკაცმა წალკაში ორსული ცოლი ცემა

12:13 კვირა, 03 სექტემბერი 2017

წალკის რაიონის სოფელ არსარვანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ორსულ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის შედეგად ქალი მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. პოლიციამ მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის 59 შემთხვევა გამოვლინდა.


Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]