weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

გორსა და ქარელში 198 დევნილს მიწა საკუთრებაში გადაეცემა

13:20 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021 hits 266

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ 198 დევნილს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობამ დაამტკიცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მთავრობის განკარგულება, რომლითაც 198 დევნილ პირს, ერთ ლარად, სიმბოლურ ფასში გადავცემთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს - საშუალოდ 3-4 ათასი კვ.მ. სახნავი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ეს მიწები მდებარეობს გორის და ქართელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა კომპაქტურად არის ჩასახლებული. მათი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა. ისინი ფაქტობრივად ამუშავებდნენ ამ მიწებს, თუმცა იმის გამო, რომ ფორმალურად არ იყო მათ საკუთრებაში, შეზღუდულები იყვნენ და ვერ მონაწილეობდნენ მთელ რიგ პროგრამებში, მათ შორის, იმ პროგრამებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დევნილებმა არა მხოლოდ დაამუშაონ მიწა, არამედ გააფართოვონ საქმიანობა და მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში.

„ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

30 ოქტომბერს, 20 საარჩევნო ოლქში, მათ შორის, ქარელის მუნიციპალიტეტში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]