weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

25 წლის ქალი ყოფილ შეყვარებულს გატაცებასა და ძალადობაში ადანაშაულებს

14:38 ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021

გორის მუნციპალიტეტში 25 წლის ქალი ყოფილმა შეყვარებულმა თანამზრახველთან ერთად გაიტაცა. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. გათავისუფლების შემდეგ ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს, გატაცების ინიციატორმა კი ქვეყნის დატოვება შეძლო.

ქალის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. როგორც იურისტმა ალექსი მერებაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, გამტაცებელი და ახალგაზრდა ქალი წარსულში შეყვარებულები იყვენენ, შემდეგ დაშორდნენ და ქალი სხვაზე დაინიშნა. ის ყოფილმა შეყვარებულმა ნიშნობის მეორე დღეს, სახლიდან გაიყვანა, ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და გაიტაცა.

ყოფილი შეყვარებული ქალს სთხოვდა, ცოლად მას გაჰყოლოდა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე და მის ოჯახის წევრებზე ძალადობით ემუქრებოდა.

„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს. უფრო მეტად შურისძიების მოტივი იყო, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელი, მითხრა, რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“, – ამბობს ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ მუხლით არის დაკავებული ერთი პირი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული. იურისტი ალექსი მერებაშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნით იქნა ჩადენილი და პროკურატურამ ეს დამამძიმებელ გარემოებად უნდა გამოკვეთოს.

ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ „მოტაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია“ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]