weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 36 ინფიცირებული

11:18 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 hits 200

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 555 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2082 ინფიცირებული, 36 კი გარდაიცვალა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.15%-ია, ბოლო 14 დღის – 8.64%, ხოლო ბოლო 7 დღის – 9.12%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევიდან თბილისში ყველაზე მეტი –1862 შემთხვევა დადასტურდა. რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:

იმერეთი – 1151

კახეთი – 912

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 412

შიდა ქართლი – 389

ქვემო ქართლი – 353

აჭარა – 202

გურია –140

მცხეთა-მთიანეთი – 139

სამცხე-ჯავახეთი – 119

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 44 043 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 37 453 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1927, აჭარაში – 519, იმერეთში – 1303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1257 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 105, იმერეთში – 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 25, იმერეთში – 28;
  • 1020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსი 670 552 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე 616 937 გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 9546 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]