weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ორჯერადად აცრილია 903 000 ადამიანი, აქედან კოვიდი 11 000-ს დაემართა – გამყრელიძე

12:09 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაცია 9.3-ჯერ ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების, 23-ჯერ ჰოსპიტალიზაციის, დაახლოებით 30-ჯერ კი გარდაცვალების რისკს.

„სრული აცრა, ანუ ორჯერადი, 9.3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან. 9.3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა „კოვიდი“, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“. დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმოხილვა, სადაც ამ მონაცემებზეა საუბარი, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრილებს შორის მხოლოდ 11 000 დაინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, 23 იყო ორჯერად აცრილი.

„ორჯერადად აცრილი არის 903 000 ადამიანი. ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებით, 23 გარდაცვლილი გვყავდა ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში (და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას), ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსი 670 552 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე 616 937 გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 9546 პირი ემსხვერპლა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, 9000-მდე გარდაცვლილს შორის 99% აუცრელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]