weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კორონავირუსის 4467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

11:21 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 52 487 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4467 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 ინფიცირებული, 1790 კი გამოჯანმრთელდა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.51%-ია, ბოლო 14 დღის – 8.94%, ხოლო ბოლო 7 დღის – 9.09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4467 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1462 ფიქსირდება. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 876

კახეთი – 734

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 322

შიდა ქართლი – 300

ქვემო ქართლი – 283

მცხეთა-მთიანეთი – 123

აჭარა – 119

სამცხე-ჯავახეთი – 107

გურია – 78

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 52 601 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 45 683 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2186, აჭარაში – 510, იმერეთში – 1286. მძიმეა 1425 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 35, იმერეთში – 30;
  • 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 688 804 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 626 478 უკვე გამოჯანმრთელა, 9699 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]