weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მატარებლის დაჯახების შედეგად გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

13:54 კვირა, 03 სექტემბერი 2017

გერმანიაში, ალდინგენში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა შაბათს, 2 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა. 27 და 33 წლის მამაკაცები ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა. 

საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილთა ვინაობას უწყებაში არ ახმაურებენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]