weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რატომ დატოვა ჟურნალისტმა თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრი“

19:25 შაბათი, 23 ოქტომბერი 2021

ჟურნალისტმა ნატო მეგუთნიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრში“ მუშაობდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „დიალოგს“ უძღვებოდა, ტელეკომპანია დატოვა. ამის მიზეზი წინასაარჩევნო დებატები და გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელმძღვანელობის მხირდან სავარაუდო ჩარევა გახდა.

ნატალია მეგუთნიშვილის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველთან დებატებზე უარი თქვა და გადაცემაში მონაწილეობას იმ პირობით დათანხმდა, თუ პირველი ბლოკი მას დაეთმობოდა. ჟურნალისტის განცხადებით, ეს საკითხი, როგორც სხვა საარჩევნო გადაცემების დროს, კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, რაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატსაც განუმარტა.

„ვთვლი, რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპია, რომელსაც ყველა ჟურნალისტი უნდა იცავდეს. ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შევთანხმდი. შედეგად, გადაცემა, ჩემი კითხვებით, სხვა წამყვანმა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიიდან წამოვედი“, – ამბობს ნატო მეგუთნიშვილი.

ლევან ანდრიაშვილი არც არჩევნების პირველი ტურის წინ დათანხმდა პირდაპირ ეთერში კონკურენტ მერობის კანდიდატებთან – გიორგი ბოტკოველთან და გიგა ორკოდაშვილთან დებატებს. გადაცემა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვებს მხოლოდ ის პასუხობს, „თანამგზავრის“ ეთერში გუშინ გავიდა. ლევან ანდრიაშვილმა განმარტა, რატომ ამბობს უარს გიორგი ბოტკოველთან დებატებზე:

„მე ვერ ვხედავ საჭიროებას, გავმართოთ დებატები იმ ძალასთან, რომელიც მოტივირებულია და რომლის სურვილიც არის გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ვისაუბროთ იმ მხარესთან, რომელიც რევანშისტული მიმართულებით მოძრაობს.

არ ვარ მომხრე, რომ ვისაუბროთ დემაგოგიაზე, არ ვაპირებ შევიდე იმ ფუჭ დაპირებებში, რომელიც ჩვენს ოპონენტს გააჩნია და თვლის, რომ მისი მიდგომა გაცილებით სწორია და მისი მიზნები უფრო გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდის შემართება, გეგმები და ხედვა ხვალიდენლი საქართველოსთვის“.

ამასთან, ლევან ანდრიაშვილმა თქვა, რომ მედიასთან ურთიერთობა „უპირველესი და აუცილებელია“: „თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი გამტარი მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ არერთი პროექტი გვექნება ერთად განსახორციელებელი და თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“.

ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორმა ენრი კობახიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი მხოლოდ დებატებში მონაწილეობაზე იყო თანახმა, შესაბამისად, კენჭისყრა იმაზე, თუ ვინ რომელ ბლოკში მიიღებდა მონაწილეობას, ვერ შედგებოდა. ენრი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის ნატო მეგუთნიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ ბლოკში დაჯდებოდა. მგონია, ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამენ წყალს. ეტყობა, დაავიწყდათ, რა დამართა „ნაციონალურმა მოძრაობა“ „თანამგზავრს“ – პირველი ჩვენი ტელევიზია იყო, სადაც სპეცრაზმით შევიდნენ. რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, დირექტორი ვარ. თქვენ თქვენს დირექტორს არაფერს ეკითხებით?“, – განაცხადა ენრი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]