weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თიანეთის სოფელ ბოჭორმაში სკოლა დაიწვა

00:18 კვირა, 24 ოქტომბერი 2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში დაიწვა ხის ორსართულიანი სკოლა, სადაც ექვსი მოსწავლე სწავლობდა. შემთხვევა პარასკევს, გვიან ღამით მოხდა.

„ადგილზე თიანეთისა და საგარეჯოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ბოჭორმის ორსართულიანი საჯარო სკოლა 2006 წელს აშენდა, ხოლო რემონტი 2020 წელს ჩაუტარდა. შენობა 100 ბავშვზე იყო გათვლილი და ორ მოსაზღვრე სოფელს - ყომარაანსა და ყუდროს ემსახურებოდა“, – აცხადებენ საკრებულოში.

მათივე ცნობით, სოფელში სივრცე გამოიყო და ორშაბათიდან ბავშვები სწავლის გაგრძელებას ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შეძლებენ.

უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]