weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება – ჯანდაცვის მინისტრი

16:21 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ თვლის, რომ საჭიროა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

„მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იქნეს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე და მოხდეს მისთვის განმარტება. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში ჯერ ადრეა „კოვიდ 19“-ის პანდემიის მეხუთე ტალღაზე საუბარი, ის მოგვიანებით არის მოსალოდნელი და „წესით, გაცილებით უფრო მსუბუქი უნდა იყოს“.

„ჩვენ გაგვაჩნია როგორც იმუნური ფენა იმ პაციენტების და იმ მოქალაქეების, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია. ასევე გაგვაჩნია მილიონამდე ორივე დოზით აცრილი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ტალღა წესით უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვანი რჩება რეგულაციების დაცვა და პირბადის გამოყენება“, – აღნიშნა ტიკარაძე.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 46 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირება კი 1942-ს დაუდასტურდა. გუშინ, 24 ოქტომბერს, მხოლოდ 1877 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]