weather cur horoscope tv
მაისი 08, 2024

კორონავირუსი 4762 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

11:00 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 48 090 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი, 3953 კი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4762 ახალი შემთხვევა დაახლოებით 1000 ერთეულით ნაკლებია წინა სამშაბათთან შედარებით.

„მაგრამ, ზოგადად, როგორც ერთი კვირის, ისე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში, კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დღეს უკვე მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე, თუმცა, ჩვენთვის, მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის ზღვრული მონაცემი არის 8-9. ის 43 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმეა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1523 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 933

კახეთი – 658

შიდა ქართლი – 378

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 378

ქვემო ქართლი – 273

აჭარა – 179

მცხეთა-მთიანეთი – 166

გურია – 116

სამცხე-ჯავახეთი – 103

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55

ამ ეტაპზე, ინფიცირების 49 523 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 42 362 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1530 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი;
  • 975 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების 698 944 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 639 564 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 9831 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]