weather cur horoscope tv
მაისი 09, 2024

კორონავირუსის 4009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა

11:39 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 46 107 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5177 პაციენტი, 45 კი გარდაიცავალა.

კორონავირუსის 1502 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 732

კახეთი – 523

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 296

შიდა ქართლი – 279

ქვემო ქართლი – 273

გურია – 113

აჭარა – 105

სამცხე-ჯავახეთი – 92

მცხეთა-მთიანეთი – 69

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 468 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:

  • 42 201 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1547 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 128, იმერეთში – ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 36, იმერეთში – 30;
  • 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ–19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი სულ 707 290 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9918 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]