weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 დაიწყო

23:19 კვირა, 03 სექტემბერი 2017

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 დაიწყო. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს, სწავლების დაწყება მიულოცეს და ყურადღება სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

"სწავლება "მებრძოლი სული" პირველად 2011 წელს ჩატარდა ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ფორმატში. 2015 წლიდან სწავლებამ მრავალეროვნული ფორმატი მიიღო და დღეს, შვიდი ქვეყნის 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებით ჩვენ საქართველოს და აშშ-ს, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონალური პარტნიორების ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე პარტნიორი სამხედროებისა და ტექნიკის ასეთი რაოდენობით რაც წელს გვაქვს. ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან მრავალეროვნული სწავლებებით საქართველო ხდება უფრო სტაბილური და მშვიდობიანი, ხოლო ჩვენი შეიარაღებული ძალები იძენს მეტ პროფესიონალიზმს, ხდება უფრო მტკიცე და თვითდაჯერებული", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება.

Agile Spirit 2017 სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მასში 1515 სამხედრო იღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა.

სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება. Agile Spirit 2017 11 სექტემბერს დასრულდება.

2017 წლის 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" ჩატარდა. წვრთნებს საქართველომ წელს მესამედ უმასპინძლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]