weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

22:14 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge-ის ინფორმაციით, დაკავებულები ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე არიან, რომლებიც შეშის მოსატანად იყვნენ წასული.

ზაზა მელიქიშვილის მამის თქმით, აქამდე შეშის მოჭრის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

„არც არავის ვყავდით გაფრთხილებულები, რომ საშიში იყო მანდ ყოფნა. ვიყავით შეშაზე წასულები. უცბად, მომესმა ჩემი ბიჭის ხმა - არ ისროლოთო. ეგ ორი ბიჭი წაიყვანეს, ჩვენ მოვასწარით წამოსვლა“, – განაცხადა ზაზა მელიქიშვილის მამა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებას სამნი გადაურჩნენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.

უწყებისვე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]