weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევთან ხანძარია

00:04 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევთან ბალახი და ბუჩქნარი იწვის. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გელა კაპანაძის ინფორმაციით, მათი მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

კაპანაძის განცხადებით, 3 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე საქართველომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან მიიღო სიგნალი, რომ ცხინვალის რეგიონში ხანძარი იყო და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ფლავისმანზე ცეცხლის გადმოსვლის საშიშროება არსებობდა. არცევი ფლავისმანის გარდა სოფელ ქვეშსაც ესაზღვრება.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ ცეცხლის კერას მივუახლოვდეთ და ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობა მივიღოთ. თუ ცეცხლი ე.წ. საზღვრის აქეთ გადმოვა, მაშინ უკვე სამაშველო სამსახურები ჩაერთვებიან ცეცხლის ჩაქრობაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა, სოფელ ოტრევში ცეცხლი ლოკალიზებულია და ყველა კერა ჩამქრალია“, - აღნიშნა გელა კაპანაძემ.

ე.წ. საზღვართან 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]