weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მოქალაქე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრზე კრიტიკული კომენტარის გამო სცემს

11:56 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

რუსთავში, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრზე, გიორგი ბალხამიშვილზე ძალადობისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა. ბალხამიშვილს თავს გუშინ დაესხნენ, როდესაც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციიდან ბრუნდებოდა.

როგორც გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, ორი პირი ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ სექტემბერში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის შესახებ კრიტიკული კომენტარი დაწერა.

„მათ ეს დაასახელეს მიზეზად და მითხრეს, რომ ამის გამო იყო ის, რაც მივიღე“, – განაცხადა გიორგი ბალხამიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ერეკლე აბზიანიძეა, რომლისგანაც, კრიტიკული კომენტარის შემდეგ, მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

„მეორე პიროვნების ვინაობა ჩემთვის უცნობია. წუხელ ღამემდე შეხება არ მქონია და პირველად ვნახე. მე დამემუქრნენ ადამიანები და გუშინ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს არის ნინო ლაცაბიძის რუსთავი“, – აღნიშნა გიორგი ბალხამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ არიან დაკავებულები. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]