weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან 98.95% აცრილი არ იყო – გამყრელიძე

13:00 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდის ანალიზი წარადგინა და განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებში ვაქცინით განპირობებული ინფიცირებისგან დაცვის ეფექტურობა 90%-ია.

გამყრელიძის თქმით, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 ადამიანი, რომელთაგან 11 403-ს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული იყო სულ 53 767 ადამიანი, საიდანაც 1386-ს ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის კუთხით 93.4%-ია. როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 91.7%-ს შეადგენს, ხოლო 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურიობა 95%-ია.

„60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულებში, ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებულებთან შედარებით, ხოლო 18-59 წლის ასაკის მოსახლეობაში დაცვა ინტენსიურში მოხვედრისგან არის 99%. სულ ინტენსიურში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული 72 პირი.

ლეტალობისგან დაცვა – 15 მარტიდან, ანუ რაც ქვეყანაში აცრები დაიწყო, 30 სექტემბრის პერიოდში კოვიდისგან, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 5469 ადამიანი. არავაქცინირებული იყო 98.95%, ანუ 1.05% იყო ვაქცინირებული.

18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობისგან დაცვა გახლავთ 97.8%“, – განაცხადა ამიარან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში გამოიყენებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]