weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

9 თვეში კოვიდით 16 ორსული გარდაიცვალა, რომელთაგან აცრილი არც ერთი არ იყო

17:50 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი 85 345 რეგისტრირებული ორსულიდან 7338-ს დაუდასტურდა. აქედან 3304 ორსული 2020 წელს დაინფიცირდა, ხოლო 4034 – მიმდინარე წელს.

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია.

ამავე ანგარიშის თანახმად, ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. ორსულის გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წელს, 2021 წელს კი 16 ქალი გარდაიცავალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]