weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ე.წ. ბუსტერ დოზები 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება

17:55 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია 18 წლის ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

„დღესდღეობით ბუსტერ დოზა რეკომენდირებული გვქონდა 50 წლის ზემოთ პირებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის, თუმცა უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ექსპერტების პანელის მხრიდან, რომელსაც სამინისტრო ფორმალიზაციას ხვალ გაუკეთებს, რაც ბუსტერ დოზებს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი პირისთვის 18 წლის ზემოთ ასაკში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისთვის მეორე აცრიდან 6 თვე უნდა იყოს გასული.

„ეს არის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. როგორც ინფექციის გადატანის, ისე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ გარკვეულად იკლებს იმუნური პასუხის სიძლიერე და ამდენად, სასურველია, რომ პირმა დამატებითი აცრა ჩაიტაროს. ბუსტერ დოზა შეიძლება ჩატარდეს ოთხივე ვაქცინით („ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“) აცრილ პირებში. „სინოფარმით“ აცრილ პირებს შეუძლიათ ბუსტერ დოზით ისევ „სინოფარმით“ აიცრან, იგივე შეეხება „სინოვაკს“, „ფაიზერის“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ოფცია არის „ფაიზერი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. დღეისთვის სრულად, ანუ ვაქცინის ორივე დოზით, აცრილია 952 831 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.4%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]